Saturday, October 1, 2016

ისტ-ით გამდიდრებული შემაჯამებელი გაკვეთილი,,შეამოწმე შენი ცოდნა"




   დღეს XXI-ე საუკუნის მსოფლიოში, ტექნოლოგიურმა წინსვლამ ინფორმაციისა და ცოდნის გადაცემის ფორმები სრულიად შეცვალა. ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელი გახდა მრავალფეროვანი და დინამიური, მულტიმედიური სასწავლო მასალის, თვალსაჩინოების შექმნა და გამოყენება საგაკვეთილო პროცესაში. შევეცადე გაკვეთილი გამემდიდრებინა ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსით, რათა მოსწავლეებში მეტი ინტერესი გამეღვივებინა.
   VII-ე კლასში ბუნებისმეტყველება ისწავლება ინტეგრირებულად: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია-ასეთი თანმიმდევრობით, როცა მოსწავლე გადადის VIII-ე კლასში და ცალკ-ცალკე იწყებს თითოეული მეცნიერების შესწავლას, აღარ ახსოვს მე-7 კლასში ნასწავლი მასალა (ფიზიკის ნაწილი მე-7 კლასის პირველ სემესტრში ისწავლება). მე-8 კლასის პროგრამა კი იწყება ისეთი თემატიკით, გამეორება აუცილებელია. ამიტომ რამდენიმე გაკვეთილს ვუთმობ გამეორებას, ბოლოს კი ყველაფერს ვაჯამებთ შემაჯამებელ გაკვეთილზე ,,შეამოწმე შენი ცოდნა".
  მოსწავლეები ნაწილდებიან ჯგუფებში, პროექტორის საშუალებით ეკრანზე ხედავენ ელ. რესურსს, რომელიც შედგება 12 ძირითადი კითხვა-სლაიდისაგან (კითხვები არის როგორც ამოსახსნელი ამოცანების, ისე სააზროვნო, და აგრეთვე ფაქტობივი ცოდნის შესამოწმებელი სახის), ისინი ეცნობიან რესურსის გამოყენების მიზანსა და ინსტრუქციას, თითოეული დავალებისათვის ეძლევათ განსაზღვრული დრო, ერთობლივად მსჯელობენ, წერენ შესაბამის პასუხს და მხოლოდ ამის შემდეგ  აჟღერებენ საკუთარ მოსაზრებას, სლაიდების დიზაინის მიხედვით მაშინვე იგებენ, მათი პასუხი ჭეშმარიტია, თუ მცდარი.
   გაკვეთილმა საკმაოდ ნაყოფიერად და ხალისიანად ჩაიარა. თითოეული სწორი პასუხის შემდეგ მოსწავლეთა აზარტი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, შედეგებიც შთმბეჭდავი აღმოჩნდა.
   გზადაგზა ვახდენდი დაკვირვებას მოსწავლეთა ჩართულობის შესამოწმებლად, მოვუწოდებდი, რომ მაქსიმალურად ეაქტიურათ ჯგუფში, რათა მათი გუნდი წარმატებული ყოფილიყო.
   ბოლოს მოვახდინეთ შედეგების ანალიზი და აღმოჩენილი სირთულეების აღმოფხვრა დავგეგმეთ შემდეგი გაკვეთილისათვის. მოსწავლეებს მიეცათ განმავითარებელი შეფასება.